როგორ შევცვალოთ PHP რეჟიმი
შესავალი
FASTPANEL® საშუალებას გა ძლევთ თითოეული ვებსაიტისთვის ინდივიდუალურად აირჩიოთ PHP-ის ოთხი სხვადასხვა რეჟიმიდან ერთ-ერთი. ესენია:
- PHP როგორც Apache მოდული
- PHP-FPM
- FCGI
- CGI
PHP რეჟიმის ასარჩევად, საიტის ბარათში გახსენით მენიუ "Settings". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ "Apache module"-ისგან განსხვავებული ნებისმიერი რეჟიმის გამოყენება გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ PHP-ის ალტერნატიული ვერსია, თუ ის პანელზე დაინსტალირებულია.
რომელი რეჟიმის არჩევა ჯობია?
- თუ ვებსაიტი არ იყენებს
.htacessფაილს, მაშინ უნდა აირჩიოთ PHP-FPM რეჟიმი. - თუ ვებს აიტი იყენებს
.htacessფაილს და PHP-ის ძირითადი ვერსია შესაფერისია, მაშინ უნდა აირჩიოთ Apache module. - თუ ვებსაიტი იყენებს
.htacessფაილს და საჭიროა PHP-ის ალტერნატიული ვერსია, მაშინ უნდა აირჩიოთ FastCGI რეჟიმი. - CGI რეჟიმი უმჯობესია გამოიყენოთ როგორც ბოლო ვარიანტი, თუ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო ვებსაიტი სხვა რეჟიმებში სწორად არ მუშაობს.