სკანირება
შესავალი
"Scanning" მოდულის გამოყენებით შეგიძლიათ თქვენი ვებსაიტი მავნე კოდზე შეამოწმოთ. მოდული დაფუძნებულია Revisium-ის Ai-Bolit სკანერზე. AI-Bolit სკანერი ეფექტური ინსტრუმენტია ვებმასტერთათვის და საიტის ადმინისტრატორებისთვის ვირუსების, მოწყვლადობე ბისა და მავნე კოდის მოსაძებნად.
შენიშვნა
შემოწმება გავლენას არ ახდენს ვებსაიტის ან მართვის პანელის წარმადობაზე: სკანერის მუშაობის დროს შეგიძლიათ პანელთან მუშაობა გააგრძელოთ
დასრულების შემდეგ მომზადდება ანგარიში და გამოჩნდება ქვემოთ მოცემულ ცხრილში. სკანერი მხოლოდ ნაპოვნი მოწყვლადობებისა და მავნე კოდის შესახებ იუწყება. ის არ წაშლის და არ ჩაასწორებს ინფიცირებულ ფაილებს.
სკანირება შეიძლება გაეშვას განრიგის მიხედვით ან ხელით.